Building type: Cross-dome church
Mtskheta-Mtianeti Region
History
XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სვეტიცხოველი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო ტაძარი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა აღსაყდრების ადგილია. სწორედ ამ ადგილას არის დაფლული ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე - მაცხოვრის კვართი. აქვე ინახება ელია წინასწარმეტყველის ხალენი (მოსასხამი).
პირველი, ხის ეკლესია აქ IV საუკუნეში წმინდა ნინოს რჩევით, გაქრისტიანებულ მირიან მეფეს აუშენებია, რომელიც მალევე განადგურდა. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, V საუკუნის II ნახევარში, ამავე ადგილზე ბაზილიკა აშენდა, XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგებინა. ტაძრის ხუროთმოძღვარი არსუკისძე იყო. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დასრულდა.
სვეტიცხოველი მიწისძვრების გამო თუ მტრის შემოსევებისას არაერთხელ დაზიანდა. სხვადასხვა საუკუნეში მის აღდგენაზე ზრუნავდნენ მეფე გიორგი VI ბრწყინვალე, მეფე ალექსანდრე დიდი, როსტომ მეფე და სხვა საერო თუ სასულიერო პირები.
Historical Sources
You May Also Like